მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოჯორში იუნკერთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

კოჯორში იუნკერთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ კოჯორში იუნკერთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, მემორიალის მიმდებარედ სრულად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა - დაიდგა საპარკე სკამები და ურნები, დამონტაჟდა განათებისა და სარწყავი სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ტერიტორია შემოისაზღვრა დამცავი ბარიერებით.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის არჩეული კანდინატი, ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

„მემორიალის რეაბილიტაცია ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობისაა. იუნკერებმა სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველთვის გავიხსენოთ ჩვენი გმირები, ყოველწლიურად მოვიდეთ მემორიალთან და პატივი მივაგოთ მათ “, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მერიის ცნობით, სამუშაოების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 191 882 ლარი გამოიყო.

ინფორმაციისთვის, 1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. სწორედ მათი ხსოვნის პატივსაცემად, დავით ციციშვილის თაოსნობით აიგო იუნკერთა მემორიალი.