მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კონტაქტურები არიან და კიდურების მოძრაობა შეუძლიათ“ - შატილში დაშავებულების მდგომარეობა გაუმჯობესდა

საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი

შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაში დაშავებული 3 პირის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტები გონზე არიან და კიდურების მოძრაობა შეუძლია, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

„ჩვენი რეანიმატოლოგების დამსახურებით, პაციენტები უკვე კონტაქტურები არიან და კიდურების მოძრაობა დაიწყეს, მაგრამ კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ექმურება“, - აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

ინფორმაციისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი 80მ სიმაღლიდან 23 აგვისტოს გადავარდა. ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.