მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას“ - პატრიარქი

პატრიარქი სამების ტაძარში

„ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას, ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ“,- საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ბზობის დღესასწაულზე იქადაგა.

ილია მეორემ მართლმადიდებლებს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ბზობის დღესასწაულს. ბზობა - ეს არის დიდი ზეიმი, სიხარულის, სიყვარულის ზეიმი. მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს... სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას, ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს არის დღესასწაული ქართული ენისა, გილოცავთ, ამ დღესასწაულებს. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შეხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს.

ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები, ნუ შეგეშინდებათ, მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული“,- აღნიშნა პატრიარქმა.