მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრწანისში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

ხანძარი

კრწანისში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად მიტოვებულ სახლს გაუჩნდა და შემდეგ გვერდით მდებარე შენობაზე გადავიდა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა 1 საცხოვრებელი სახლი.

თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ცეცხლი თავდაპირველად მიტოვებულ შენობას გაუჩნდა, შემდეგ გადავიდა ახლოს მდებარე სახლზე, მათი თქმით ხანძარი მასშტაბური იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური.