მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყვარელში ბანკზე თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა

სპეცრაზმი

ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს შემთხვევის ადგილიდან აცნობეს.

გათავისუფლებული პირები სამართალდამცველებს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაჰყავთ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბანკში ხუთამდე ადამიანი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი. იგი ხელყუმბარით არის შეიარაღებული და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „თავდამსხმელი კომუნიკაციაზე ჯერ არ გამოსულა, სპეცრაზმი ადგილზე იმყოფება“ - ყვარლის მერი

🔴 „მგონი სამხედრო ფორმა ეცვა და ხელყუმბარა ეჭირა“ - თვითმხილველი