საზოგადოება

ქვრივიშვილი: ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში ჩვეულ ფორმას უნდა დაუბრუნდეს

მსოფლიო ტურიზმის
შეფასება
1589200284
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის და სექტორის დახმარების პაკეტზე ისაუბრა.

"სანამ მესამე ეტაპის დახმარების პაკეტს წარმოვადგენდით ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელთან გვქონდა პირდაპირი დიალოგი, ესენი იყვნენ: მცირე, საშულო, დიდი ზომის სასტუმროები, გიდები, ტურისტული კომპანიები და კვების ობიექტები. პირველრიგში მათგან მოვისმინეთ თუ რა მდგომარეობა აქვთ და რა სჭირდებათ, რომ გააგრძელონ ოპერირება და შეინარჩუნონ ის დასაქმების ადგილები რომლებსაც წლის განმავლობაში ქმნიდნენ. მათი უკუკავშირი იყო ჩვენთვის ის ბაზა რის მიხედვითაც ავაწყვეთ დახმარების პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იყო გასულ კვირას. ის ბოლომდე პასუხობს ჩვენი კერძო სექტორის თხოვნებს და იმ უკუკავშირს რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის პრაქტიკა როგორც მუშაობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო მუდმივად. ყველაფერი ის რაც კეთდება რა თქმა უნდა კერძო სექტორის გაძლიერებისთვისაა, რომ არ დაიკარგოს დასაქმების ადგილები",-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით კერძო სექტორის წარმომადგენლები საგადასახადო შეღავათებს დადებითად აფასებენ.

"ჩვენ გვქონდა საუბარი კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელთან, ამ ეტაპისთვის გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება რადგან, სასტუმროების ნაწილზე რომ ვისაუბროთ მათი ყველაზე დიდი ტვირთი რაც არის ქონების გადასახადი და სესხის პროცენტის სუბსიდირება უკვე აღარ აქვთ ფინანსურად საზრუნავი. როგორც მოგეხსენებათ საშემოსავლო გადასახადი მათ გადაუვადდათ წლის ბოლომდე, ფაქტობრივად მიმდინარე ხარჯები მათი ტკივილი აღარ არის და შესაბამისად ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ 15 ივნისისთვის და 1 ივლისისთვის სასტუმროები სრულ მზადყოფნაში იქნებიან, რომ გააგრძელონ კომერციული საქმიანობა",-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ და კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულ ფორმას. ტურიზმს თავისი დიდი ღურებულება აქვს, რაც არის ეკონომიკური სარგებლის შექმნა და ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმების თუ შემოსავლის გენერირების საშუალება.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.