მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს

გარდაცვლილი ოპერატორი

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ოპერატორი უკანასკნელ გზაზე ნათესავებმა, კოლეგებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ტაშით გააცილეს.

პატივისცემის ნიშნად, ოპერატორებმა კამერებით დერეფანი გააკეთეს, რომლითაც გარდაცვლილი კოლეგა გააცილეს.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო.