მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან აბაშიძე: მე რომ სასულიერო პირი ვიყო, საჯაროდ ავიცრებოდი, მაგრამ სხვას ამას ვერ ვურჩევ

თეოლოგი

„ის, რომ ეკლესია ამაში არ არის კომპეტენტური, სწორია, მაგრამ ეკლესიამ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ პროცესს. მთავარია, რომ  ეკლესია არც პირდაპირ და არც ირიბად არ გამოვიდეს ვაქცინაციის წინააღმდეგ“,- ასეთია თეოლოგ ლევან აბაშიძის პოზიცია სამღვდელოების მხრიდან ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

როგორც აბაშიძე PIA.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ეკლესია არ არის ვაქცინაციის წინააღმდეგი, მაგრამ ეს მესიჯი საპატრიარქოს მხრიდან, უნდა იყოს უფრო მკაფიოდ და არაორაზროვნად გაცხადებული.

„ეკლესიას ვეკითხებით იმ საკითხებს, რომლებიც ეხება სულიერ ცხოვრებას, როდესაც სამედიცინო პრობლემები გვაქვს, მივდივართ ექიმთან. ვინაიდან, შესაძლოა, ჩვენი რომელიმე თანამოქალაქე რელიგიური შეხედულების გამო, იყოს ანტივაქსერი, სწორედ აქ გვჭირდება ეკლესიის პოზიცია. უნდა ითქვას ცხადად, რომ ეკლესიას ვაქცინაციის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს. ამას ეკლესია ამბობს კიდეც, მაგრამ ეს უნდა იყოს ნათქვამი უფრო ცხადად და არაორაზროვნად“,- ამბობს ის.

ლევან აბაშიძის თქმით, კარგი იქნება, თუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარგებლობს გარკვეული სახის ავტორიტეტით, ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს, მათ შორის, სასულიერო პირებიც.

„მე რომ ვიყო სასულიერო პირი, საჯაროდ ავიცრიდი, მაგრამ სხვას ამას ვერ ვურჩევ. თუ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი საზოგადოების გარკვეულ ფენაზე, საჯაროდ აიცრის, ეს კარგი იქნება“,- აცხადებს ის.

შეგახსენებთ,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ სამღვდელოებას მიმართა, გვერდით დაუდგნენ ექიმებს, ვაქცინაციის დაწყების მხრივ, რადგან ეკლესიას საზოგადოებაზე ძლიერი ზეგავლენა აქვს.

დღეს კი, სოციალურ ქსელში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა, რომ ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან დაკავშირებით.

აგრეთვე იხილეთ:
🔶„გამოვიდეს საქართველოს პატრიარქი და სინოდი, აიცრან კამერების წინაშე“ - გოჩა ბარნოვი