საზოგადოება

ლევან დავითაშვილი ზუგდიდში თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო

ლევან დავითაშვილი
ზუგდიდში თხილის
ჩაბარების პროცესს გაეცნო
1632464600
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქ.ზუგდიდში, კომპანიაში „ჯეო-ნათსი“ იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ ყოველწლიურად ვხვდებით როგორც მეთხილე ფერმერებს, ისე გადამმუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს, რათა სეზონი შევაფასოთ, განვიხილოთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, პრობლემები, მომავალი წლის გეგმები. წლევანდელი წელი კარგად დაიწყო, უხვი იყო მოსავალი, თუმცა, ბოლო პერიოდში, ამინდებმა გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა. მიუხედავად ამისა, გვაქვს მოლოდინი, რომ 2021-22 წლის სეზონი გასულ წელზე უკეთესი იქნება.

თხილი მნიშვნელოვანი სტრატეგიული კულტურაა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. შარშანდელ სეზონზე 100 მლნ დოლარს გადააჭარბა თხილის ექსპორტის ღირებულება; მას შემდეგ, რაც ჩვენ ძირითადი გამოწვევები - დაავადებები და აზიური ფაროსანა, რომელიც პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას, კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ.

შესაბამისად, დარგი ვითარდება; თუმცა, განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, კვლავ გვაქვს გამოწვევები, რომელზეც საჭიროა მუდმივი მუშაობა, მსხვილ კომპანიებთან, ექსპორტიორებთან კომუნიკაცია, რათა სახელმწიფოს პოლიტიკა და კერძო სექტორის ინტერესები თანხვედრაში იყოს და მეტი შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა; თხილის კულტურა კი, რეგიონში ერთ-ერთი ძირითადია. ადგილობრივების შემოსავალი გაზრდილია, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 33.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.