მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლაიშვილი: ეკლესიის წინააღმდეგ მათი ბრძოლა არ ახალია, მთავარი ის არის, რომ მეუფე ამბობს - ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოსო! სამაგიეროდ მოსწონთ და აგულიანებენ სააკაშვილის მხარდამჭერებს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Pia.ge

„ჯერ იყო და ჯალათი ბელადის მხარდამჭერები მოაგროვეს თბილისში, ახლა კი ჩვეულ რეჟიმში საპატრიარქოს, პატრიარქსა და მის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს მოუბრუნდნენ - ქრისტიანული სწავლებისა და ქადაგების კრიტიკა დაიწყეს. ეკლესიის წინააღმდეგ მათი ბრძოლა არ ახალია, ძველია, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ მეუფე ამბობს - ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოსო!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს აკრიტიკებს.

„ოღონდ სააკაშვილი გარეთ გამოვიდეს, ოღონდ ისევ არეულობა და დესტაბილიზაცია იყოს ქვეყანაში, ყველაფერზე მიდიან „ნაციონალები“ და მათი მთავარი პროპაგანდისტი გვარამია: ჯერ იყო და ჯალათი ბელადის მხარდამჭერები მოაგროვეს თბილისში, ახლა კი ჩვეულ რეჟიმში საპატრიარქოს, პატრიარქსა და მის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს მოუბრუნდნენ - ქრისტიანული სწავლებისა და ქადაგების კრიტიკა დაიწყეს. ეკლესიის წინააღმდეგ მათი ბრძოლა არ ახალია, ძველია - მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ მეუფე ამბობს - ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოსო! სამაგიეროდ მოსწონთ და აგულიანებენ სააკაშვილის მხარდამჭერებს: მხატვრებს, მწერლებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, მოტირალ ფანატიკოს გოგონებს, მღვდლებს - ფაქტობრივად ყველა ერთად იწონებს, პეტიციაზე ხელს აწერს და პასუხისმგებლობასაც იღებს იმ ბოროტებებზე, რასაც სააკაშვილი ჩადიოდა და ამას გვარამიას ბრძანებით აკეთებთ? გვარამიას ნათქვამი მოგწონთ და პატრიარქის თანამოსაყდრის სიტყვის არ გჯერათ და არ მოგწონთ? ახლა უფრო მეტად გასაგებია ეს ყველაფერი. იმას რასაც სააკაშვილი აკეთებდა, კიდეც მოგწონდათ და კიდეც ხელს უწყობდით - ირიბად თუ პირდაპირ თვითონ გადაწყვიტეთ!“ - წერს ნიკოლეიშვილი.