საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა და მათი ოჯახების სიხარული და მუდმივი მადლიერება არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ საქართველოს მიმართ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი - Pia.ge
1623522728
დაკოპირებულია

„თითქმის არ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება, რომ არ ტოვებდეს ისეთ ძალიან მძიმე შედეგს, როგორიც ტყვეები არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდნენ, შედეგად პატიმრობაში ყოფნა უწევთ და არავინ იცის, როდის დაუბრუნდებიან საკუთარ კერას და ოჯახებს... ასეთ კონფლიქტებს მიეკუთვნება ყარაბახის კონფლიქტი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას.

„ცხადია, მე როგორც საქართველოს მოქალაქეს და ქართველს, არც მქონდა უფლება და არც სურვილი ამ კონფლიქტში ვინმეს ან რამეს მხარეს ვყოფილიყავი, გარდა ერთისა, სწორედ იმისა, რასაც ჰქვია მშვიდობა ჩვენსა სამეზობლოში და მთლიანად კავკასიაში, და რამდენად ამაყი ვიყავი, რომ ჩვენს ხელისუფლებასაც ზუსტად იგივე პოზიცია ჰქონდა მთელი საბრძოლო მოქმედებების დროს. უფრო მეტიც, არაერთი შეთავაზება - დაპირისპირებულ მხარეებთან თბილისის, როგორც ორივეს მეგობრისა და შემრიგებლის, როლის გამოყენების შესახებ...

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ხელშეწყობითა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ!

არ შეიძლება ორ ფაქტორს არ გაუსვათ, ხაზი:
1. წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა და მათი ოჯახების სიხარული...და მუდმივი მადლიერება არამარტო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, არამედ საქართველოს მიმართ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ხომ საქართველოს პრემიერია!

2. საქართველო არა მარტო რადარებიდან კი არ გაქრა, რასაც მუდმივად თავზე დაგვჩხავიან „ნაციონალური მოძრაობის“ „სერიოზული წარმომადგენლები“, არამედ რეგიონალური მოთამაშის სტატუსიც გააჩნია, მის პრემიერის სიტყვას და სახელს კი პატივსაც სცემენ და ანგარიშსაც უწევენ!“ - აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე Pia.ge

მამუკა მდინარაძე: რამდენად უნდა ვენდოთ კვლევა...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

„ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა...

ექსპრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მოქალაქეებთან შეხვედრაა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1042 ლარი იყო.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.