საზოგადოება

ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებურად“

ლიბერთი ბანკის ახალი
პროექტი - შეხვედრები
ახლებურად
1632155582
დაკოპირებულია

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“ .

ახალი პლატფორმის საშუალებით, ლიბერთი, საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, განსაკუთრებულ შეხვედრებს მოუწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს.

„ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ - ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია. ინტერაქციული შეხვედრები, კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით, 19 სექტემბერს მესტიიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.

„ლიბერთისთვის ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის გამორჩეული შეხვედრების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენ ვქმნით კიდევ ერთ ახალ პლატფორმას ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რადგან ჩვენთვის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ამ გზით ვცდილობთ უფრო ახლოს მივიდეთ მოსახლეობასთან, გავეცნოთ მათთვის საინტერესო თემებს, ერთმანეთს გავაცნოთ საინტერესო ადამიანები, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, სურვილები, რასაც ვითვალისწინებთ ჩვენს მომავალ გეგმებში. ჩვენი „ახლებური შეხვედრები“ დარწმუნებული ვარ, სრულიად ახალი ტიპის ინტერაქციულ შეხვედრებს ჩაუყრის საფუძველს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო დავხვეწთ და განვავითარებთ“, - განაცხადა ლიბერთის CSR და კომუნიკაციების მენეჯერმა ნინი ბუკიამ.

ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს რომ ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.