ახალგაზრდა კაცი ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, აცხადებს, რომ იცის ვინ არის ქალი, რომელმაც შესაძლოა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საიდუმლო იცის.
ბაჩანა ლობჟანიძე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ფოტორობოტზე გამოსახული ქალი გარდაცვლილ პროგრამისტს აბულინგებდა.
„ფოტორობოტი, რომ არის, ამის შესახებ მაქვს ინფორმაცია, სავარაუდოდ, ვიცი ვინც არის ეს პიროვნება. ეს ქალბატონი თამარ ბაჩალიაშვილს აბულინგებდა ალბათ. ამ ქალბატონთან პირადი ნაცნობობა არ მაკავშირებს“, - აღნიშნა ლობჟანიძემ.
თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.