საზოგადოება

მაჭავარიანი კომუნალურ გადასახადებზე: ეს დახმარების კარგი პაკეტია და გაგრძელდება 2021 წელსაც

ივანე მაჭავარიანი
კომუნალური გადასახადების
სუბსიდირებაზე
1605173533
დაკოპირებულია

კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კარგი პროგრამაა და იგი შეტანილია მომავალი წლის ბიუჯეტის საკომპენსაციო პაკეტებში. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დახმარების აღნიშნული პროგრამა, ძირითადად, ფარავს ყველა მიზნობრივ ჯგუფს, ამავე დროს, როგორც მიმდინარე წელს, ჩადებულია მექანიზმი, რომ ვისაც მსგავსი დახმარება არ სჭირდება, შეუძლია განაცხადით დააფიქსიროს ეს და ამ შემთხვევაში მათი კომუნალური ხარჯები არ ანაზღაურდება.

„პროგრამა დაიწყო ნოემბრიდან და ჯამში ფარავს ოთხ თვეს: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, იმ წელს ეს პროგრამა იქნება საკომპენსაციო პაკეტებში,“ - აღნიშნა მან.

სხვა სოციალურ და ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მიეწოდება საზოგადოებას.

„ამჟამად, ვმუშაობთ დახმარების მეოთხე ფაზაზე. როგორც იცით, ჩვენ მიმდინარე წელსაც საკმაოდ ფრთხილად და ღრმა ანალიზის შედეგად ვიღებდით გადაწყვეტილებებს თუ რა პროგრამა უნდა შემოგვეღო, რადგან რესურსებიდან გამომდინარე, მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიუჯეტისთვის. შეგიძლიათ გადახედოთ და გაიხსენოთ, რა მოცულობის თანხებზე იყო ჯამში საუბარი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიზნობრიობა და მინიმალური დანაკარგი.

ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ არის პროგრამა, რაღაც ტიპის დანაკარგი რომ არ ახლდეს. შესაბამისად, ჩვენ დაგვიგროვდა გამოცდილება და არსებული პაკეტებიდან შევარჩევთ ისეთს, რომელმაც ყველაზე უფრო ეფექტურად იმუშავა. ამ პაკეტებს განახლებულ ბიუჯეტში უახლოეს მომავალში იხილავთ. პრაქტიკულად, გვაქვს მონახაზი, თუმცა ბოლო მომენტანდე ვიტოვებთ იმის თავისუფლებას რომ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ლაშა ბექაური

ბექაურმა შერაზადიშვილისთვის რუს მეტოქეზე...

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე -90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

1627466951

მსოფლიოში ნავთობის და საწვავის ფასები შეიძლება კორონავირუსის ახალი ტალღის გამო კვლავ შემცირდეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1627467590

„რუსეთს მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობი აქვს, მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ ვლადიმერ პუტინი კიდევ უფრო სახიფათოა“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

1627465164

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 10 წლის შემდეგ საქართველოში გაიხსენება ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს გენეტიკურ ანალიზს ჩაუტარებენ.

1627464854

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

1627463324
თბილისის მერი კახა კალაძე

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე სკვერი ეწყობა

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე: ქვეყანაში ნებისმიერ ადამიან...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, თუმცა დედაქალაქის იერსახის დამახინჯება კანონდარღვევაა და იგი დასჯადი ქმედებაა.

საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარება რე...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს Agile Spirit – 2021 რეგიონული სტაბილურობისთვის საფრთხეს უწოდებს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

1627460162
„კატასტროფული მდგომარეობაა“ - დევი ტაბიძ...

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, პროფესორი დევი ტაბიძე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს.