მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფესტივალი და „ღირსების მარში“ უსაფრთხოდ ჩატარდეს“ - „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი

პრაიდი

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ სოზაშვილი აცხადებს, რომ 1-ელ ივლისს გამართულ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად დაიცვა მონაწილეების უსაფრთხოება.

სოზაშვილის თქმით, ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დარჩენილი ორი ღონისძიება „პრაიდის“ ფესტივალი და „ღირსების მარში სოლიდარობისთვის“ უსაფრთხოდ ჩატარდეს.

„ყველა ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კარგი გაკვეთილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რათა შემდგომი ორი ღონისძიებისთვის კიდევ უფრო გააუმჯობესოს დაცვის ხარისხი.

მივყვებით ჩვენს გეგმებს ისე როგორც დაგეგმილი გვაქვს. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კვირეულის დარჩენილი ორი ღონისძიება, „პრაიდის“ ფესტივალი და „ღირსების მარში“ სოლიდარობისთვის ჩატარდეს უსაფრთხოდ“, - აღნიშნა „რუსთავი 2“ -ის ეთერში „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამაზ სოზაშვილმა.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში პირველ ივლისს დაიწყო. იმ ადგილას, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება იყო დაგეგმილი, საწინააღმდეგოდ განწყობილი ჯგუფები მივიდნენ და ადგილზე ვითარება დაიძაბა. დღის განმავლობაში შსს-მ 12 პირი დააკავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

👉 „შსს იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც ძალიან კარგია“ - პრაიდის ორგანიზატორი

👉 თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 12 პირი დააკავეს