მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაპატიოს საზოგადოებამ და ცალ ფეხზე მკიდია“ - ჟურნალისტი ნუკა არველაძე ფარულ მოსმენებზე (ვიდეო)

ჟურნალისტი ნუკა არველაძე

ჟურნალისტი ნუკა არველაძე ფარულ მოსმენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას ეს საკითხი არ აინტერესებს, რადგან მის პირად ცხოვრებაში ვერავინ ჩაერევა.

„მართლა მაინტერესებს აუთენტიკურობა. პირადად მე სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მაინტერესებს, მაპატიოს საზოგადოებამ და ცალ ფეხზე მკიდია თუ არც მისმენენ. ვერავინ ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში მე თუ არ მინდა.

სააკაშვილის დროს, როცა უსმენდნენ ამის საფუძველზე ხდებოდა დაჭერა, ბინების ახევა. მაშინდელი მოსმენის ცუდი შედეგები მახსოვს. ბოლო წლების განმავლობაში მოსმენით დაზარალებული არავინ მინახავს“, - აღნიშნა ნუკა არველაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.