საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: „ვიზეართან“ წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ავიაკომპანია ფრენებს დამატებით 4 მიმართულებით დაიწყებს

ეკონომიკა
1632402037
დაკოპირებულია

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება. ავიაკომპანია „ვიზეართან“ გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის, გარდა ამისა, „ვიზეარმა“ ასევე განაახლა ფრენები ევროპის ორი სხვა ქალაქის - ვენისა და ბერლინის მიმართულებით.

ასევე, 16 დეკემბრიდან, პირველად ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. საუბარია ქუთაისი - აბუ-დაბის რეისზე, რომელიც კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.

„ვიზეარის“ ახალ რეისებსა და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ვიზეარის“ კომუნიკაციების დირექტორ ანდრაშ რადოსთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მხარესთან ავიაკომპანია „ვიზეარის“ სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრის მოადგილე მიესალმა ახალი მიმართულებების დანიშვნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, აგრეთვე ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზის დაბრუნებას. „ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ავიაციის სწრაფ აღდგენასა და მდგრად განვითარებას. რაც ყველაზე მისასალმებელია, საქართველო განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას სათავო ოფისში, ისევე როგორც ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ვიზეარს“ საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება. ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ბარსელონას, ხოლო 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება.

რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971
პარლამენტის დატოვებას
განიხილავს სააკაშვილი,
ხაზარაძის პარტია - გზა
დამილოცია, რა უნდათ მათ
პარლამენტში?

სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტო...

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.