მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაშველები მტკვარში კაცს ეძებენ

მტკვარის ხედი

თბილისში, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ადგილიდან აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, მტკვარში კაცს ეძებენ.

როგორც Pia.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს 20-მდე მეხანძრე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავები, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ამ ეტაპზე უცნობია დამატებითი დეტალები.