მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

არაგის ხიდის ტერიტორია

2-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 20-მდე მაშველი, 3 მყვინთავი და მცურავი საშუალებები.

ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.

შეგახსენებთ, კაცი მდინარეში გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან 2 აგვისტოს გადახტა.