მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს

მაშველებმა არასრულწლოვანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი საშუალებებით არასრულწლოვანთან დროულად მივიდნენ და ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით მყოფი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.

მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.