მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მათი შემოსილობა არის კლოუნობა, არ არიან ამის ღირსნი“ - მეუფე სტეფანე ამბოხებულ სასულიერო პირებზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი

ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაპირისპირებაა.

როგორც ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგების შემდეგ მედიას განუცხადა, განკვეთილი ბერები არ არიან იმის ღირსნი, რომ ბერის შესამოსელი ატარონ.

მეუფე სტეფანეს თქმით, წლების წინ ეკლესია მათ სხვაგვარად ექცეოდა და საჯაროდ სჯიდა.

„წერია როგორ ექცევიან მათ, ვინც მონაზვნურ წესებს არღვევენ. საჯაროდ, საქვეყნოდ განძარცვავენ იმ ტანსაცმელს და პანღურით გააგდებენ მონასტრიდან. აი, ასე იქცევიან ბერების მიმართ, რომელმაც ბერობა და თავისი სახე დაკარგეს.

აი, ასე ექცევიან და არავინ არ თქვას ახლა, რომ ეს არ ხდება. ჩვეულებრივად ხდება, უბრალოდ ასეთ მეთოდებს, რომელსაც მაშინ ვიყენებდით ახლა არ გამოვიყენებთ. თუმცა ეკუთვნით. საჯაროდ ვამბობ, მათი შემოსილობა არის კლოუნობა. ისინი იმ შესამოსლის ღირსნი არ არიან“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.

ჭყონდიდის მონასტერს ერთი კვირაა 9 ადამიანი არ ტოვებს. მეუფე სტეფანე ცხრავე მათგანს პატრიარქის დაუმორჩილებლობას, ეკლესიის შელახვასა და ამბოხებაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ ისინი მეუფე სტეფანეს წინამორბედის, პეტრე ცაავას მომხრეები იყვნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 მეუფე სტეფანემ 10-მდე სასულიერო პირი სრულად განკვეთა

🔴 „თქვენი სათქმელი ქუჩაში თქვით, ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია“ - მეუფე სტეფანემ სატრაპეზოს ყოფილი თანამშრომელი ტაძრიდან გააძევა (ვიდეო)

🔴 ჩემთვის ის საცოდავი არსებაა, მატყუარა, ცრუ - მამა ანთინოგენე მეუფე სტეფანეზე