მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მძიმე იყო ის კადრები, რაც ვნახე“ - ლექსო ლაშქარავას მეუღლე

ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა და მისი მეუღლე, ირინა ლომსაძე

„ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მეუღლე ირინა ლომსაძე ამბობს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ნახვა მისთვის უმძიმესი იყო. მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ რა არის სიმართლე და რა - არა.

„უნდა დაისაჯოს ის ადამიანები, ვინც ამ ამბის დასაწყისიდან მას მიაყენეს ფიზიკური ზიანი და მიიყვანეს ზოგადად ამ მდგომარეობამდე. მძიმე იყო ის კადრები, რაც ვნახე. გამოძიება გაარკვევს, რა არის მართალი და რა არ არის მართალი. ლექსო იჭყლიტება ამ ამბავში. დიდი სურვილი გვაქვს, დამნაშავე უმკაცრესად დაისაჯოს,“ - აცხადებს ირინა ლომსაძე.

შსს მიერ გავრცელებულ კადრებს, ასევე, გამოეხმაურა ლექსო ლაშქარავას დეიდა.

„ბრიფინგს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რცხვენოდეს ყველას, ვინც ამას აკეთებს. ფაქტი სახეზეა, რაც არის და რის გამოც მოხდა. დაუშვათ გაიკეთა რამე, დაუშვათ მოხდა რაღაცა, ამას გამორიცხავს, რაც გაუკეთეს? რაც ლექსოს ამდენი კაცი ურტყამდა ამას გამორიცხავს რამე? მაინც მჯერა გამოძიების, მჯერა, მართალი კაცი გამოჩნდება, მთლად დაღუპულები არ ვიქნებით, სიმართლე მაინც გაიმარჯვებს.

უძლიერესი ტკივილები ჰქონდა, ვინც ოდნავ სამედიცინო ლიტერატურასთან ახლოს არის, იცის, რომ ძვლის დაზიანება იწვევს აუტანელ ტკივილს, ჰქონდა ძვლის დაზიანება, ეს არის ძალიან ძლიერი ტკივილები, ჰქონდა თავის ტვინის შერყევა. რადგან გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, საავადმყოფოში უკეთებდნენ მორფინს“, - აცხადებს ლექსო ლაშქარავას დეიდა.

ინფორმაციისთვის, შსს-ს მიერ გავრცელებული ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „პატრიოტიზმი არის ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარი“

👉 ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დათო კუტალაძე დააკავეს

👉 „ღარიბაშვილის გადადგომას ხმამაღლა გამოვაცხადებ, ეს დრო არ იქნება შორს“