მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მე-6 სართულიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა

მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა, კვლავ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც PIA.GE-ს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, ბავშვს დღეს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტი ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება.

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი 3 ივლისს გადავარდა.