მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეგონა გამიშვებდნენ და გაცვლიდნენ ჩემშიო“ - ზაზა გახელაძის დედა

ზაზა გახელაძის დედა

„იმედი გასჩენია. ის რუსები რომ დაიჭირეს, უკვე თავი სახლში მეგონაო“-,  აცხადებს დე ფაქტო ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ნანა ბუნტური ამბობს, რომ მის შვილს იმედი ჰქონდა, მარტის დასაწყისში გორში დაკავებულ 2 რუს მესაზღვრეში გაცვლიდნენ, მაგრამ იმედი მალევე დაკარგა.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ რატომ არ გაცვალეს გახელაძე ქართული მხარის მიერ დაკავებულ რუს მესაზღვრეებში, თუმცა არჩილ თალაკვაძისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

„იმედი გასჩენია, ის რუსები რომ დაიჭირეს, უკვე თავი სახლში მეგონაო. მეგონა გამიშვებდნენ და გაცვლიდნენ ჩემშიო. მაგრამ მალევე, 2-3 საათში ეს იმედი დაკარგა, როცა გაუშვეს ისინი. ეს შეკითხვა თალაკვაძე რომ იყო მოსული, მე დავუსვი მანამდე, სანამ ჩემი შვილის ამბავს გავიგებდი. რატომ არ გაცვალეს, ამის შედეგს მალე დავინახავთო. ასე კონკრეტულად რას აკეთებენ ამას ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნება... ვმუშაობთო ამბობენ, რაზე მუშაოებენ, არავინ გვეუბნება“, - ამბობს, ნანა ბუნტური.

ზაზა გახელაძის ოჯახი 1-ელ აპრილს, წითელი ჯვრის მისიის დახმარებით, ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა. როგორც გახელაძის დედამ აღნიშნა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

ინფორმაციისთვის, მარტის დასაწყისში პოლიციამ გორში 2 რუსი მესაზღვრე დააკავა, თუმცა, მალევე გაათავისუფლა.

ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

აგრეთვე იხილეთ:

📌ზაზა გახელაძე უკანონო განაჩენს არ გაასაჩივრებს