მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელია როგორც სოროში ისე დაიმალა ევროკავშირის ოფისში, ვიდრე ახალგაზრდებს შემდგომი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით დაშლისკენ არ მოუწოდეს  „ქართული ოცნების“ ლიდერებმა - ვლადიმერ ბოჟაძე

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მელია ქართველ ხალხს ვერსად დაემალება.

„ნიკანორ მელია ჯერ კახა კალაძესთან დებატებს გაექცა კურდღელივით, მერე ირაკლი კობახიძეს პროვოკაცია მოუწყო და ევროკავშირის ოფისში, როგორც სოროში ისე დაიმალა, დაიმალა სანამ ახალგაზრდებს შემდგომი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით დაშლისკენ არ მოუწოდეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. ასეა ნიკანორ, ქართველ ხალხს ვერსად ვერც დაემალები და ვერც გაექცევი!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.