მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე გრიგოლი: კარგი იქნებოდა, მეუფე სპირიდონს პრობლემებისთვის თვალი გაესწორებინა

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ პრობლემებს იდენტიფიცირება სჭირდებოდა და კარგი იქნებოდა, ეს მეუფე სპირიდონის გაეკეთებინა.

მისი თქმით, პრობლემები ყველა ინსტიტუციაში შეიძლება არსებობდეს, მათ მოსაგვარებლად კი სირთულეებისთვის თვალის გასწორება აუცილებელია.

„მე იმას ვფიქრობ, რომ ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც ალბათ არის.

არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე, უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა. ამას სჭირდება აღიარება, იდენტიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის. სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი მართავს.

ამ დროისთვის პანსიონში 19 აღმზრდელი და 20-მდე ბავშვი რჩება.

მეუფეს თქმით, პანსიონში დაგეგმილია რამდენიმე მცირე ზომის სახლის გაკეთება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო“ - გია ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონის შესახებ

⭕ მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში დარჩება 19 აღმზრდელი, მეტის საჭიროება აღარ არის

⭕ „შემდეგ კვირას სახალხო დამცველთან ერთად პანსიონში ჩავალთ“ - მეუფე იაკობი