მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი: ჩვენ შუაში ჩავდექით, კიდევ უარესი ამიტომ არ მოხდა

ბოდბელი მიტროპოლიტი

ბოდბის მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, 5 ივლისს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ჩადგნენ, რამაც უარესი შედეგის პრევენცია მოახდინა.

მისი თქმით, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხი უნდა მეოთხოვოთ „თბილისი პრაიდის“ წევრებს, რომელთაც რადიკალური ჯგუფები გააღიზიანეს.

„საპატრიარქომ მოუწოდა ქაშვეთთან, რომ ლოცვა ყოფილიყო, იმიტომ რომ ამ ხალხს შორის უნდა ჩავმდგარიყავით და ჩავდექით. ბევრი რამე კიდევ ისე მოხდა, რომ უარესი რომ არ მოხდა, კიდევ მაგიტომ, რომ ჩვენ ჩავდექით შუაში. ხალხი იყო ძალიან აღელვებული.

იმათ რატომ არ ეკითხებიან, ვინც „პრაიდის“ უკან იდგა და ვინც აძალებდა ჩაატარეთ, ჩაატარეთო. პასუხი ყველას მოვთხოვოთ, ვინც დამნაშავეა, დაისაჯოს. ღირდა ამად ვიღაცების ჩავლა? რას აღიზიანებდნენ, ხომ ეუბნებოდნენ, რომ სხვა ადგილას ჩაატარეთო?

ეს ხვალაც რომ მოხდეს, თქვენ გგონიათ, რომ ხალხი ევროკონვენციებს და გაეროს შეხედავს? ხალხი არ არის ამისთვის მზად. სადაც მოსწონდათ მიიღეს იქ, საქართველოში არ იღებს ხალხი მაგას“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე ჟურნალისტების გახდნენ, რადგან მედია არაფერ შუაშია.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „უსამძიმრებს უწმინდესი და მისი ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი, ოჯახის წევრებს სამძიმარი ვუთხარი“- არქიმანდრიტმა იოანემ ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა

👉 „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ“ - მეუფე ანტონი აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებს

👉 „ვისთვის აშავებენ ჩემს შვილს? ჩემთვის არ გაშავდება, თუ ჩემი 10 წლის შვილიშვილისთვის, რომელსაც მამა ახლა სჭირდება?“ - ლექსო ლაშქარავას დედა