მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი: რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან

ბოდბის მიტროპოლიტი

მეუფე იაკობმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში საკვირაო წირვისას იქადაგა და განაცხადა, რომ პატრიარქს ებრძვიან და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჩავიხედოთ ჩვენს სულებში და გულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ამ მძიმე მდგომარეობიდან და ვაღიაროთ, ცუდი რაც ჩავიდინეთ. ადამიანს, რომელსაც აღიარება შეუძლია და სინანულსაც დავინახავთ, ის ძვირფასი ხდება, ვინც არ უნდა იყოს.

ყველა ფრთხილად უნდა იყოს! რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან. ეს ორაზროვანი ლაპარაკი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ცოტა დაფიქრდნენ, აირჩიონ – ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან. იმიტომ, რომ უკომპრომისოები ვიქნებით, მერე ავტორიტეტიც აღარ არსებობს და ყველას მიეხედება. ერთობა ნამდვილი ვიცი და ძალით ერთობა არ გამიგია. ჩვენს პატრიარქს ღმერთმა მეტი გამძლეობა მისცეს, სულიერად ძალიან ძლიერად არის.

ფიზიკურად ვხედავთ, რომ იმდენს ლოცულობს ჩვენთვის, რომ რამდენი წელია ხორციელ ტკივილშია. რომ გვიყურებს, ასე რომ ვიქცევით, სულიერი ტკივილიც ექნება. მადლობა უფალს, არასდროს არ მიუტოვებია და დღესაც 44-ე წელია, მწყემსავს ჩვენს ერს.

რამდენი რამე გადაიტანა თვითონ, ამ გზაზე რომ მოვეყვანეთ. ეკლესია რომ ჩაიბარა, ამდენი მრევლიც არ იყო მაშინ. გაგვზარდა და არ ვაფასებთ. ღმერთი, ვინც დასაფასებელია, ყველას დააფასებს. ეკლესიას იმიტომ ებრძვიან, რომ ადვილად დაშალონ საქართველო, დავალება აქვთ. გადაივლის ეს დღეები, ან შეინანებენ, ან არადა ნახავენ ღვთის ძალას,“ - ქადაგებისას განაცხადა მეუფე იაკობმა.

იხილეთ აგრეთვე:

მიტროპოლიტმა სტეფანემ ფოთელ მიტროპოლიტ გრიგოლს დახმარება სთხოვა