მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი: შარშანაც წარმოაჩინე, რომ შენი ერი ვართ. სხვაც შენი ერია, მაგრამ ჩვენ გამორჩეულად

ბოდბის მიტროპოლიტი

„შეგვინდე, უფალო და მოგვეცი იმის ძალა და გონიერება, რაღაცები მაინც გამოვასწოროთ“,- აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა წითელი პარასკევს ქადაგებისას.

„იცი, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და შენ გარეშე და ჩვენი სამშობლოს გარეშე არაფერი არის ჩვენი ყოფნა. შეგვინდე, უფალო და მოგვეცი იმის ძალა და გონიერება, რაღაცები მაინც გამოვასწოროთ. ასეთი ტკივილი არ მოგაყენოთ ხოლმე, იმის ძალა მოგვეცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს ქვეყნიერებაზე, ვიყოთ ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ადამიანის დამცველი. ჩვენ მაინც სხვა მისია გვაკისრია, ხედავთ ამას, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. შარშანაც წარმოაჩინე, რომ შენი ერი ვართ. სხვაც შენი ერია, მაგრამ ჩვენ გამორჩეულად წარმოგვაჩინე“,- თქვა მეუფე იაკობმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌მეუფე შიო: საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულამდე... დავფიქრდეთ საკუთარ თავზე