მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

ნიკოლოზი

ახალქალაქის-კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

„არ ვიცი, რა განჩინებაა, არ ვიცი, რა ტიპის გადაწყვეტილებაა მიღებული და თუ შეიძლება გასასჩივრება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, აბა რას ვიზამთ. ვნახოთ, რა არის და როგორ არის და ამის მიხედვით“, – განუცხადა „რუსთავი 2“ -ს მეუფე ნიკოლოზმა.

ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

👉 „სოცმუშაკები პანსიონში იმუშავებენ იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი

👉 „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

👉 „დაგვიანდა რეაგირება და ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო“ - სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე