მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე ნიკოლოზმა შსს-ს ჟურნალისტებისგან პანსიონის პერიმეტრის დაცვით თხოვნით მიმართა

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიის წარმომადგენლებისგან პანსიონის პერიმეტრის დაცვის თხოვნით მიმართა.

სასულიერო პირი ამბობს, რომ უკვე იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში და შსს-ს შესაბამისი თხოვნით მიმართა.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ჟურნალისტები პანსიონის გალავანზე სხედან და ამ ფორმით იღებენ კადრებს. მისივე თქმით, აღსაზრდელები დასტრესილები არიან, რადგან ჰგონიათ, რომ მათ საუბარს იწერენ.

„პოლიციაში ვიყავი და ვთხოვე, რომ პანსიონის გალავანთან გააკეთონ კედელი, რომლის იქითაც ჟურნალისტები ნებართვის გარეშე არ გადავლენ. ჟურნალისტები ამ გალავანზე სხედან. დაველაპარაკე ბავშვებს, სოცმუშაკებს. სოცმუშაკები თანახმანი არიან, რომ დაადასტურონ, რომ ეს მართლა ასეა. ახლა დამნაშავეს კი არ ვეძებ. მინდა მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებით პოლიციას, რომ მოახერხონ და თუ შეიძლება ამ გალავანს იქით ჟურნალისტები ნუ გადმოვლენ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეს ბავშვები ისეთი დასტრესილები არიან, დგას ტელევიზიის „ფლაივეი“ და ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათ საუბარს იწერენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართავ თხოვნით, რომ თუ შეიძლება პანსიონის პერიმეტრი დაიცვან. მათი პასუხი ის იყო, რომ თავიანთ ხელმძღვანელობასთან უნდა შეათანხმონ“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

✔️ ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონიდან არასრულწლოვნების გაყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

✔️ „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

✔️ „არასრულწლოვნებმა ჩემთან საუბრისას გაიხსენეს პანსიონში ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები“- ნინო ლომჯარია