მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე შიო: საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულამდე... დავფიქრდეთ საკუთარ თავზე

პატრიარქის თანამოსაყრდე 2020

„არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ვერ განსწმენდს ღმერთის სიყვარული და კაცთმოყვარეობა“,- სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.

მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი უნდა დაფიქრდეს საკუთარ თავზე, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელსაც უფლის სიყვარულით ვერ გამოისყიდი.

„სამწუხაროდ, ჩვენ შორის, ბევრი არაა ისეთი, ვინც ეწაფება ჭეშმარიტების წყაროს, რათა სათანადოდ იცხოვროს. ზოგიერთი თავს ქრისტიანადაც მიიჩნევს და ეკლესიის წევრადაც, მაგრამ არ ცხოვრობს ისე, როგორც ქრისტეს მცნებებს, ამ ძალასა და მადლს შეეფერება. საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულამდე. დავფიქრდეთ საკუთარ თავებზე, ვეცადოთ ჩვენი თავის პოვნას...

ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ როგორც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბზობის დღესასწაულზე გვიქადაგა, არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ვერ განსწმენდს ღმერთის სიყვარული და კაცთმოყვარეობა, ვერ განსწმენდს უფლის ცხოველმყოფელი სისხლი, ყოველი წვეთი ამ სისხლისა არის მაცხონებელი და განმწმენდელი, თუკი ჩვენ მოვინანიებთ და მოვისურვებთ ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

აგრეთვე იხილეთ:

იერუსალიმის საპატრიარქო: ვაქცინირებულ მოქალაქეებს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრება შეუძლიათ