მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე სტეფანემ 10-მდე სასულიერო პირი სრულად განკვეთა

 ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

მისივე გადაწყვეტილებით, მათ საეკლესიო სამოსის ტარებაც ეკრძალებათ.

განკვეთის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და არა - სინოდმა.

საქმე ეხება სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ და სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან.

როგორც მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს უთხრა, პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, აქეზებდნენ სხვა პირებს და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს, რითაც ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას.

მეუფის განმარტებით, მათ კელიები დღის ბოლომდე უნდა დატოვონ და საერო ცხოვრებას დაუბრუნდნენ.