მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ ჩხენკელი - ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაეროში; მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მან გაახმოვანა ძალიან საინტერესო ინიციატივები

„პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის  უზრუნველყოფა

„ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაეროში“, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მან გაახმოვანა ძალიან საინტერესო ინიციატივები და შეეხო ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნის წინაშე.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ქვეყნის მთავარ ტკივილს, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები. პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტრიბუნიდან ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის საქმეში. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, სამეზობლო სივრცეში, კავკასიის რეგიონში, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მას ამერიკაში, გაეროში, უკვე საკმაოდ სერიოზული და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა”, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.