მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის ზვიად გამსახურდიასთან შედარება იგივეა, რომ პაციფიზმის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგა“ - გიორგი გამსახურდიამ ნიკა გვარამიას უპასუხა

გიორგი გამსახურდია და ნიკა გვარამია

„ეს არის უდიდესი დანაშაული, როდესაც ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან ადარებენ. ჩემმა ძმამ, ერთხელ მაგალითი მოიტანა, ეს იგივეა რომ პაციფიზმის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგაო“, - ასე უპასუხა „იმედის“ ეთერში ჩართვისას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ქმედებით, თავგანწირვით და პატრიოტიზმით დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას აგონებს.

„ეს {მიხეილ სააკაშვილი} არის აბსოლუტურად კარიკატურული პერსონაჟი, თავისი დღევანდელი ქცევით და კლოუნადით. ეს კარიკატურული პერსონაჟი ახლა ერის მამას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შეადარო, დანაშაულია.

წარსულში გვახსოვს, რომ ჟორიკა რურუასაც ადარებდნენ მერაბ კოსტავას. ვკითხულობდი, „ნაცსექტის“ კედელზე როგორ დაათრევდნენ კედლიდან კედელზე ამ სურათს. ეს არის ზუსტად დეგრადაცია, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ.

ყველა ადამიანი მენანება, რომელიც არასწორ გზაზე დგას, მაგრამ თავიანთი შეგნებით ეს ხალხი ფიქრობს, რომ სწორ გზაზეა და ღმერთმა მაგ სიმართლითა და სისწორით გაუმარჯოთ.

ამიტომ ვიმყოფები ზუგდიდში და ვიქნები შემდეგი დღეები, რომ მათი მხრიდან არავინ მოახდინოს მამაჩემის სახელით მანიპულირება.

პოლიტპატიმრებისა და დისიდენტების გარემოში გავიზარდე და ვიცი პოლიტიკური პატიმარი რაც არის და ვიცი, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები რაც არის.

თუ ქართული მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს გაამართლებს, მერე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

ინფორმაციისათვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდიას შეადარა.