მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდება“ - ლევან რატიანი ახალციხელ მედდაზე

ექიმი ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალციხელი მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. 

როგორც რატიანმა კონსილიუმის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, ახალგაზრდა მედდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

„მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, ჰემოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, ასევე მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ახალციხეში კოვიდ 19-ზე აცრილ მედდას მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო“ - ტიკარაძე ახალციხელი მედდის მდგომარეობაზე