მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში 12 ივლისს აქცია ისევ გაიმართება

მედიაწარმომადგენლების აქცია რუსთაველის გამზირზე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე Pia.ge

ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის ორგანიზატორების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ხვალ 12:00 საათამდე არ გადადგება, რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.

„ვითხოვთ 12 საათამდე სრული შემადგენლობით გადადგომას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ, 18:00 საათზე კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, რეგიონებიდან, კიდევ უფრო მეტი მედია. ვიკრიბებით და ველოდებით გადადგომას, მხოლოდ გადადგომას“, - აღნიშნა „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დღევანდელი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

👉 „ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას შევეცდებით“ - მელია

👉 ვნახეთ ინექციაზე საეჭვო უბნები ორივე საზარდულის მიდამოში - ექსპერტი ოპერატორის ცხედრის პირველად დათვალიერებაზე

👉 შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მსვლელობისას მოპოვებული მისი გადაადგილების ამსახველ ვიდეო კადრებს ავრცელებს (ვიდეო)