მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობამ საწვავის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ცვლილებები დაამტკიცა

ქართული ოცნების წევრი მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა საწვავის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით - საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები “დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” (აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოს მსგავსი ქმედება განხორციელდა ბენზინთან მიმართებითაც).

აღნიშნული ცვლილებით დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას რაც ემსახურება იმ საბოლოო მიზანს, რომ დიზელის წვის შედეგად გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შემცირდეს.

როგორც ვიცით საავტომობილო გაფრქვევების მოცულობა და ტოქსიკურობა დიდწილად არის დამოკიდებული მოხმარებული საწვავის ხარისხზე, ეს დადგენილება კი ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ექნება დადებითი ეკოლოგიური ეფექტი. რაც ასევე აღსანიშნავია ამ ცვლილებას არ ექნება არანაირი ზეგავლენა საწვავის ფასზე“, - აცხადებს ბითაძე.