მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუას ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუას ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

როგორც ბებუას ოჯახის წევრები აცხადებენ, ირაკლის ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მას სათანადო ყურადღება ვერ ექცევა.

შეკრებილები, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუას, რომელმაც 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო დროშა“ დაწვა, ბრალი წაუყენეს ტყვია-წამლის უკანონო შენახვაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ხელყუმბარა РГ-42, რომელიც „ასაფეთქებელ მოწყობილობას წარმოადგენს“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ირაკლი ბებუას ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

🔴 ირაკლი ბებუას „აფხაზეთის სახელმწიფო დროშის“ დაწვისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

🔴 აფხაზი ვეტერანები ირაკლი ბებუასთვის 10 წლამდე პატიმრობას ითხოვენ