მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მზიურში „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ პრეზენტაცია გაიმართა

მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ პრეზენტაცია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ პრეზენტაციასა და ფინალური ეტაპის კენჭისყრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, ღონისძიება, მზიურის პარკში საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით გაიმართა.

„მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ პრეზენტაცია და ფინალური ეტაპის კენჭისყრის ცერემონია საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა, ტურნირის შესახებ ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

„დღევანდელი ღონისძიება თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა” უკვე მეორედ ტარდება. საპილოტე ტურნირი პირველად 2019 წელს ჩატარდა და მასში 32 სკოლის გუნდი და ოთხასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. დღეს კი უკვე ტურნირში ჩართულია თბილისის ასამდე სკოლა და ათასზე მეტი მოსწავლე.

როგორც ხედავთ აქტიურობა ძალიან დიდია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, რომელმაც პროექტის განხორციელებაში დახმარება აღმოგვიჩინა. პროექტი წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მასში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა და სკოლის მოსწავლე ჩაერთვება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის” მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვინაიდან მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მსგავს პროექტებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს. სწორედ ამიტომ მომავალში თბილისის საკრებულოც და მერიაც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივებისა და წამოწყებების მხარდაჭერას. მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდამჭერებს და ორგანიზატორებს.

დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ინოვაციური სისტემით ეს პროექტი, რომლის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მომავალში აუცილებლად გაგრძელდება “, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

„მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სააფთიაქო ქსელის „პსპ“ მხარდაჭერით, კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, 2019 წელს დაფუძნდა და ა(ა)იპ

„სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით განხორციელდა. პროგრამა ინოვაციური მეთოდებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით, სასკოლო-საუნივერსიტეტო საშეჯიბრო სისტემის ჩამოყალიბებას და გამართვას გულისხმობს.

ტურნირი 10 აპრილს დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება. ტურნირის ბაზაზე შედგება ნაკრები, რომელიც კიევში 12 -16 აგვისტოს, მინი-ფეხბურთში ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაემგზავრება. ღონისძიებას მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვეტერანი სპორტსმენები, მოწვეული სტუმრები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.