მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფოტო)

ავარია ნატახტრის გზაზე

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დაწყებულია საგამოძიებო სამუშაოები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.