მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია ბერიძე: გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?!

ჟურნალისტი ნათია ბერიძე Pia.ge

ჟურნალისტი ნათია ბერიძე 20 ივნისის საპროტესტო მოვლენების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ გიგი უგულავას გვერდით დგას ამჟამად პარტია „საქართველოსთვის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქაჯაია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

ჟურნალისტისთვის გაუგებარია, გახარიას პარტიაში რას აკეთებს ადამიანი, რომელიც გიგი უგულავას ახლო გარემოცვის და „ლეიბორისტული“ პარტიის, ახალგაზრდული ორგანიზაცია „გაბედეს“ წევრია.

„გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?! უგულავას ახლო გარემოცვა გიორგი ქაჯაია/Giorgi Kajaia - ჩემო ტუმბო, ხომ არ შემომივლი უბანში, ჭეშმარიტ ღმერთზე გავისაუბროთ მე და შენ, ოღონდ ყურანი, ბიბლია, ყველა სჯულის კანონი ერთად წაიკითხე მანამდე! დიდუბე საქართველოსთვის - თქვენი კანდიდატი - ვინმე, ხომ არ მოკლეს?!” - წერს ნათია ბერიძე.