საზოგადოება

ნათია თურნავამ გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავა
1623344947
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის (ISET Policy Institute), აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმის (Free Network) და შვედეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიიღო.

ნათია თურნავას განცხადებით, ქალების მონაწილეობის წახალისება სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, რაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია.

მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია შრომის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გაჩენის, განათლების წახალისებისა და პროფესიული გადამზადების მოქნილი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების და სამეწარმეო საქმიანობაში ქალების უფრო მეტი ჩართულობის სტიმულირების კუთხით.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს პოლიტიკაში, განათლებასა და სხვა სფეროებში ქალთა წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნესში. მისი თქმით, განსაკუთრებულად გამოყო სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად.

მინისტრმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საქართველოში 15 წლიდან 64 წლამდე ასაკის ქალთა ეკონომიკური აქტივობა 40,4 პროცენტს შეადგენს მაშინ, როდესაც კაცებში ეს მაჩვენებელი 62 პროცენტია.

„ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ადამიანური კაპიტალის გამოყენების ზრდის მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობისა და სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლის მატების კუთხით,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.