მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაცები“ და ე.წ. არასამთავრობოები ორ ხმაში აპირებენ „სოფლის შენებას“ და ამ პროცესში მთავარ ხაზს დასავლურ ორგანიზაციებში საქართველოსთვის ჩირქის მოცხება წარმოადგენს - გია გაბრიჭიძე „საიას" სარჩელზე

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე

„საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით, სრულად აბსურდულია, წარმოადგენს ნაცების მიერ ამ 5 წლის წინ შეტანილი სარჩელის გადამღერებას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელს.

გაბრიჭიძის თქმით, ხატია დეკანოიძის მიერ, დღეს გაკეთებული განცხადება „საიას“ სარჩელთან დაკავშირებით აღიარებაა, რომ „ნაცები“ და ე.წ. არასამთავრობოები ორ ხმაში მოქმედებენ.

„ყველამ იცის, რომ ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების არა საქმის კეთება, არამედ იმ ტიპის რეპორტების წერა წარმოადგენს, რომლებშიც საქართველო და მისი სახელმწიფო ინსტიტუტები წარმოჩნდებიან, როგორც დემოკრატიული განვითარების მოწინააღმდეგე და დამამუხრუჭებელი. ისინი თავიანთი „მოღვაწეობის“ ამ ფორმატში ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ არასამთავრობოულად გამხმოვანებლის როლს თამაშობენ, რაც ყოველ ნაბიჯზე ძალიან კარგად ჩანს. საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით, სრულად აბსურდულია, წარმოადგენს ნაცების მიერ ამ 5 წლის წინ შეტანილი სარჩელის გადამღერებას.

სარჩელის, რომელიც მაშინ არ დაკმაყოფილდა და არც ახლა დაკმაყოფილდება. ის, რომ ნაცები და ე.წ. არასამთავრობოები ორ ხმაში აპირებენ „სოფლის შენებას“ და ამ პროცესში მთავარ ხაზს დასავლურ ორგანიზაციებში საქართველოსთვის ჩირქის მოცხება წარმოადგენს, დღეს ხატია დეკანოიძემაც დაადასტურა: ეს სარჩელი, რომელიც შეიტანა საიამ, რა თქმა უნდა, მოხვდება იმ ანგარიშში, რომელიც დაიწერება ეუთო/ოდირის მიერ და ეს უნდა ესმოდეს კარგად უმრავლესობას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ქალბატონმა ხატიამ პირდაპირ განაცხადა, რომ კარგი, ჩვენმა სარჩელმა არ გაამართლა. ახლა „საია“ დაწერს, მერე „ლაია“, მერე „ვაია“ და ყოველ ჯერზე ჩვენს ტელევიზიებში კივილ-წივილს ავტეხავთო. ატეხავთ და ატეხეთ. მეტი მაინც არაფერი გაქვთ საქმე და ამით მაინც გაერთეთ“, - წერს გია გაბრიჭიძე.