მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ხულიგნური მივარდნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან აშკარად მეტყველებს, თუ რას გვთავაზობენ არჩევნების შემდეგ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი - Pia.ge

„ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკანორ მელიას ხულიგნური მივარდნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან აშკარად მეტყველებს, თუ რას გვთავაზობენ „ნაციონალები“ არჩევნების დროს და შემდეგ დღეებში“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას.

მისი თქმით, ნიკა მელიას მიზანი პროვოკაცია იყო.

ლევან ნიკოლეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები მიიღონ:

„ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკანორ მელიას ხულიგნური მივარდნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან აშკარად მეტყველებს, თუ რას გვთავაზობენ „ნაციონალები“ არჩევნების დროს და შემდეგ დღეებში. ხომ ყველა ტელევიზიას აქვს კადრები? ხომ, იდგა კობახიძე და მედიის წარმომადგენლებთან საუბრობდა და ამ დროს მიუვარდა მას მელია - მიზანი პროვოკაცია და იქნებ რამენაირად ჩხუბში ჩაეთრია და მერე ეყვირათ და ეკივლათ, არიქა, ნახე, რას გვიშვებიანო. ეს გასაგებია - გინდა არჩევნებში გამარჯვება, მიდი თუ რამის თავი გაქვს, მაგრამ არა რადიკალები აკეთებენ იმას რაც შეუძლიათ.

შეკითხვა ევროკავშირსა და აშშ-ის ელჩებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საია-ს შეგიძლიათ შეაფასოთ დღევანდელი ინციდენტი? მოგწონთ ის, რის რაც გააკეთა დღეს ნიკანორ მელიამ და რასაც აპირებენ მომავალში? რადიკალებს რაც უნდათ გასაგებია, უცხოელი მეგობრები თუ ამას არ/ვერ ხვდებიან, ძალიან ცუდია, ხალხს, რომ ეს უკვე ძალიან, ძალიან არ მოსწონს მგონი ხვდებით ყველა და ერთი რაც დარჩა, ის გახლავთ, რომ პატივცემულო ხელისუფლებავ, დროა უკვე მიიღოთ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები! ეს თქვენი უპირველესი ვალდებულებაა!

p.s. ეს არ არის დემოკრატია და აზრის გამოხატვის თავისუფლება!!! არსად ასეთ ქმედებები დაუსჯელი არ დარჩებოდა არც ევროპაში და აშშ-ში! ამ კითხვასაც თუ დაუსვამთ უცხოელებს, ცუდი არ იქნება!“ - წერს ექსპერტი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.