მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის ნებართვა მისცეს

ნიკოლოზ ყიფშიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ექიმების კონსილიუმზე მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე მესამე პრეზიდენტის საპატიმროში ნახვის საშუალება რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჰქონდა. შესაბამისად, სააკაშვილის პირადი ექიმი ამბობდა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატებისგან იგებდა.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებდა, რომ მას მუდმივი საშვი გაუუქმეს და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებდა სააკაშვილის ნახვას.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს