მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში კიდევ ერთი შეხვედრა იმართება

ბავშვთა სახლი ნინოწმინდაში

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა იმართება.

ადგილზე იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც სოცმუშაკებს და ბენეფიციარებს ხვდებიან.

ამასთან, ნინოწმინდის პანსიონში საპატრიარქოს კომისიის წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

„საქმე გვაქვს არასრულწლოვნებთან და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, მათ შორის ემოციური ფონი იყოს სათანადოდ იმისთვის, რომ შესაბამისად იმუშაონ სოციალურმა მუშაკებმა. თუ კი არის სავარაუდო დარღვევები, ეს სოციალური მუშაკების გამოსავლენი საკითხია.

ასევე იცით, რომ შსს-ც იკვლევს ამ საკითხებს. თუ კი რაიმე დარღვევას ადგილი აქვს პროფესიონალებმა შეხედონ და მათ შეაფასონ. ვხედავთ, რომ გარკვეული სტრესული გარემო მათთვისაც არის, ამ შემთხვევაში არის საზოგადოების და მედიის ყურადღება, რომელსაც აღსაზრდელები გრძნობენ. ამიტომ, მთავარია სახელმწიფო სტრუქტურებს საშუალება მიეცეთ იმუშაონ“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორიგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ შალვა პაპუაშვილი: უპირველეს ყოვლისა, არის ბავშვის ინტერესი, მთავარია მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა

✔️ „პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ამოიღებს ხმას თუ ბავშვების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

✔️ „თქვენი წყალობით ბავშვები დასტრესილები და შეშინებულები არიან, ვცდილობთ დავამშვიდოთ“ - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს