მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნინოწმინდის პანსიონში 24 საათიანი მონიტორინგი გაგრძელდება“ - UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საქართველოში UNICEF-ის ხელმძღვანელი ღასან ხალილი იმყოფებოდა.

როგორც ღასან ხალილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, ორგანიზაცია ყურადღებით დააკვირდება პანსიონში განვითარებულ პროცესებს.

„შევხვდით ბენეფიციარებს, რომლებსაც ვესაუბრეთ პანსიონში არსებულ საცხოვრებელ პირობებზე. ადგილზე კვლავ გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი, რომელსაც სოცმუშაკები განახორციელებენ. UNICEF-ი ყურადღებით დააკვირდება ბავშვთა პანსიონში განვითარებულ პროცესებს“, - აცხადებს ხალილი.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“ - ევანგელიკურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი ნინოწმინდის პანსიონზე

✔️ სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

✔️ „სოცმუშაკები პანსიონში იმუშავებენ იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „ე.წ. ომბუდსმენი ჩვენს ბავშვთა სახლს ეჩხუბება, მათი იდეოლოგიაა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებები“ - მეუფე სპირიდონი

✔️ „როდესაც ბიოლოგიური ოჯახის ყოლა შეუძლებელია, ალტერნატივა უნდა არსებობდეს“ - UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინოწმინდის პანსიონზე