მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი

ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა, Netflix-ს ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უჩივლა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ.

საუბარია, მონაკვეთზე, როდესაც სერიალის ბოლო სერიაში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი ამბობს, რომ გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.

როგორც ნონა გაფრინდაშვილი საჩივრის ტექსტში აღნიშნავს, სერიალში გამოგონილი პერსონაჟის სენსაციად გამოყვანა სცადეს, როცა იგი რეალურად გახდა სენსაცია, თუნდაც მაშინ, როდესაც 1968 წელს ურთულეს ტურნირში 3 კაცი მოჭადრაკე დაამარცხა. ამ დროს გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.

Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი ზარალის ასანაზღაურებლად Netflix-ს სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს სთხოვს, ასევე, სერიალ „ლაზიერის გამბიტიდან“ კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას.