მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე“ - წულუკიანი გელათზე

„ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის წევრი

„გელათის სამონასტრო კომპლექსზე ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა“, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, გელათზე განხორციელებულმა ექსპერიმენტმა ძეგლი დააზიანა.

„სამწუხაროდ გელათის სამონასტრო კომპლექსზე ჩემი სუბიექტური აზრით, ასე დაარქვით თუ გნებავთ, მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი. ამას 2008 წლიდან ერქვა შუასაუკუნეობრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება, ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის სამწუხაროდ შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი.

ეს მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, ყველასათვის გასაგებ სიტყვას გამოვიყენებ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. იმიტომ, რომ ხარაჩოებზე ბოდიალი კიდევ უფრო მეტად აზიანებს იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც სამწუხაროდ ზოგიერთი ფრესკის, ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ამავე თემაზე:

🔴 გელათის მონასტრის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ექსპერტები შეისწავლიან

🔴 გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს იუნესკოს ექსპერტი ეწვევა